Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2026

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კვლავ შეავსო "უცხოეთის აგენტთა" რეესტრი

0

30 იანვარს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაახლა ე.წ. "უცხოეთის აგენტების" რეესტრი.

ფიზიკურ პირებს შორის "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადეს უფლებადამცველი და ბიოლოგი, ალექსანდრ გოლდფარბი და პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი იან შენკმანი.

განახლებულმა სიამ მოიცვა მათ შორის გამოცემა "ნოვაია ვკლადკა", და აზერბაიჯანული ტელეარხი "მისრა".

"უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ამ კანონმა იუსტიციის სამინისტროსთვის შესაძლებელი გახადა არაკომერციული ორგანიზაციები ეცნო "უცხოეთის აგენტებად", თუ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ სფეროში მუშაობდნენ. კრიტერიუმები, რომლითაც ამგვარი მუშაობა განისაზღვრებოდა, კანონში მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული - რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა დევნა ეწარმოებინა განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, ადამიანის უფლებების სფეროებში მომუშავე ორგანიზაციებზე.

შემდგომში რუსეთში შესაძლებელი გახდა "აგენტებად" გამოეცხადებინათ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირებიც, მათ შორის ისინიც, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებს, მაგრამ "იმყოფება უცხოური გავლენის ქვეში". კერძოდ რა შეიძლება ჩაითვალოს უცხოეთის გავლენად - ამას რუსეთის კანონმდებლობა არ აზუსტებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса