Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2026

რუსეთის სათათბიროს ხელმძღვანელი: დეპუტატებს უკრაინაში "შურისგების იარაღის" გამოყენება სურთ

0

რუსეთის კანონმდებლებს სურთ, მოსკოვმა უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნების მისაღწევად გამოიყენოს "შურისგების იარაღი" - განაცხადა პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა 30 იანვარს.

ვიაჩესლავ ვოლოდინს - რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უშიშროების საბჭოს წევრიცაა - არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის იარაღი ჰქონდა მხედველობაში.

"ჩვენი სამხედროები წინ მიიწევენ. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები მოითხოვენ, გამოყენებულ იქნეს უფრო ძლიერი იარაღი - 'შურისგების იარაღი'. და მიღწეულ იქნეს ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები", - განაცხადა ვოლოდინმა. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" რუსეთში მოიხსენიებენ მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს.

რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მხრიდან ბოლო დღეებში ეს უკვე მეორე საჯარო მოწოდებაა, რომ რუსეთმა უნდა გააგრძელოს და კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი საომარი ძალისხმევა - იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, მხარეები დაითანხმოს სამშვიდობო შეთანხმებაზე.

29 იანვარს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჟურნალისტებს უთხრა: "ვფიქრობ, ეს ომი დასასრულამდე უნდა მივიდეს... მე ვეწინააღმდეგები მოლაპარაკებებს".

დასრულდება თუ არა ან როდის დასრულდება ომი, ამ გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს. კრემლი აცხადებს, რომ რუსეთს ურჩევნია, უკრაინაში თავის მიზნებს დიპლომატიით მიაღწიოს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, იგი ამას სამხედრო ფორმით გააკეთებს.

30 იანვარს უფრო ადრე კრემლის პრესმდივანმა,დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი დათანხმდა ტრამპის პირად თხოვნას, შაბათამდე შეწყდეს რუსეთის თავდასხმები კიევზე, რათა მოლაპარაკებებისთვის უფრო მოსახერხებელი კლიმატი შეიქმნას.

ტელეგრამით გამოქვეყნებულ პოსტში პარლამენტის სპიკერმა ვოლოდინმა შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თქვა, რომ უკრაინელებს "მომავალი კვირიდან ახალი პრობლემები შეექმნებათ".

სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ "შურისგების იარაღი" არის თარგმანი გერმანული ტერმინისა Vergeltungswaffen - რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მიემართებოდა სტრატეგიული დაბომბვისთვის შექმნილ, გრძელი რადიუსის იარაღს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса