Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

იაპონიის არჩევნებში იმარჯვებენ პრემიერ-მინისტრის მომხრე ძალები

0

იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით იმარჯვებენ პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის მომხრე ძალები. ეს ინფორმაცია გავრცელდა საარჩევნო უბნებიდან გამოსული მოქალაქეების გამოკითხვის შემდეგ, მონაცემები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, NHK-მა.
ეგზიტპოლების მონაცემებით, ტაკაიჩის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 274-დან 328-მდე მანდატს მიიღებს პარლამენტში, რომელიც 465 დეპუტატს მოციავს. უმრავლესობის მოსაპოვებლად აუცილებელია 233 მანდატის ქონა. არჩევნების შედეგების წინასწარი ოფიციალური მონაცემები უახლოეს დროში უნდა გამოქვეყნდეს.
ანალიტიკოსები ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ და აღნიშავდნენ ტაკაიჩის მმართველობის მოწონების მაღალ მაჩვენებელს. ტაკაიჩი მთავრობის ხელმძღვანელი შარშან ოქტომბერში გახდა - ის იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია.
64 წლის ტაკაიჩი ხელისუფლებაში მოვიდა მმართველი კოალიციის წარუმატებლობის ფონზე - იმ მომენტისთვის კოალიციამ უმრავლესობა პარლამენტის ორივე პალატაში დაკარგა. მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

კენჭისყრა რთულ ამინდში გაიმართა - იაპონიის დიდი ნაწილი თოვლითაა დაფარული. ამომრჩევლის აქტივობა ოდნავ დაბალი იყო 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით. 36 წლის განმავლობაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც იაპონიაში ზამთარში გაიმართა.
ტაკაიჩი მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსია, მას ადარებენ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, "რკინის ლედის" სახელით ცნობილ მარგარეტ თეტჩერს. ტაკაიჩი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა ამომრჩევლებში, მათ შორის წარმატებული კამპანიების გამო სოციალურ ქსელებში.
ტაკაიჩის მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - რომელმაც მას უწოდა "ძლიერი, გავლენიანი და ბრძენი ლიდერი".
ყურადღება მიიპყრო ტაკაიჩის განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, იაპონიამ, შესაძლოა, სამხედრო დახმარება გაუწიოს ტაიბეის. პეკინს ამ განცხადებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა, თუმცა ტაკაიჩიმ პოზიცია მაინც არ უარყო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса