კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება ჟენევაში. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.