Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ტრამპმა თქვა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა "საუკეთესო რამ იქნებოდა" და რომ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ირანში მთავრობის შეცვლა „საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება მოხდეს“ და ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი გაგზავნა თეირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

ტრამპის ეს განცხადებები ირანში რეჟიმის ცვლილებისკენ ყველაზე ღია მოწოდებაა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირებაში. ვაშინგტონი თეირანისგან მოითხოვს მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მიღწევას. ტრამპმა 13 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მაშინ „[მეორე ავიამზიდი] ძალიან გამოგვადგება“.

ტრამპმა უარი თქვა, დაესახელებინა პიროვნება, რომელსაც ქვეყნის მეთაურად ისურვებდა ირანის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ჩამოგდების შემდეგ. „არიან ადამიანები“, დასძინა მან.

თავის ადრეულ გამოსვლებში ტრამპი უარყოფდა ირანში რეჟიმის შეცვლას და ამბობდა, რომ ამან შესაძლოა ქაოსი გამოიწვიოს. თუმცა წარსულში ის სამხედრო ძალითაც ემუქრებოდა თეირანს.

დღეს თეთრს სახლში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ რეგიონში ძალიან მალე გაემგზავრება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი Gerald R. Ford, რომელიც მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ხომალდია.

როგორც AFP იტყობინება, ამჟამად გემი კარიბის ზღვაში იმყოფება. მეორე ავიამზიდი Abraham Lincoln ერთ-ერთია აშშ-ის 12 სამხედრო გემიდან, რომლებიც უკვე იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთში.

მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ გასულ თვეში დაიწყო მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს დემონსტრანტებს. მოგვიანებით მან აქცენტი გადაიტანა ირანის ბირთვულ პროგრამაზე. შარშან ივლისში აშშ-მა ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომის დროს დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса