Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2026
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ირანი ადასტურებს ხამენეის მრჩევლის და „გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის სიკვდილსაც

0

ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი შამხანი და შეიარღებული ძალების ელიტურ დანაყოფად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური მოჰამად პაკპური.

ცნობა მათი სიკვდილის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ 1 მარტს გაავრცელა. მანამდე შამხანის და პაკპურის ლიკვიდაციის შესახებ ისრაელმა და შეერთეულმა შტატებმა განაცხადეს.

ალი შამხანი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, 28 თებერვალს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველიც იყო.

ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად ხამენეის მკვლელობის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 40-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

ირანის და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, ირანის ქალაქების ქუჩებში გამოვიდა ხამენეის სიკვდილით როგორც გახარებული, ისე დამწუხრებული ათასობით ადამიანი.

სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ცნობით, უზენაესი ლიდერის სიკვდილის შემდეგ ირანს დროებით უხელმძღვანელებს პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი უზენაესი სასამართლოს მეთაურსა და „კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოს" ერთ-ერთ წევრთან ერთად.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ „უძლიერესი" საპასუხო დარტყმით დაიმუქრა. ამის შესახებ ირანული სააგენტო Fars-ი იუწყება.

1 მარტს, მას შემდეგ, რაც ხამენეის სიკვდილი ირანმაც დაადასტურა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social დაწერა, რომ ბევრ წევრს „გუშაგთა კორპუსიდან“, პოლიციიდან და უსაფრთხოების სხვა ძალებიდან ომი აღარ სურს, ამიტომ სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ იმუნიტეტით ისარგებლონ და სიკვდილს გადაურჩნენ, იმედია, ირანელ პატრიოტებს შეუერთდებიან და ერთად იმუშავებენ, რათა ქვეყანას დაუბრუნონ დიდებულება, რომელსაც იმსახურებს.

ტრამპის თანახმად, ირანზე წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მიზნის მისაღწევად - მშვიდობისთვის მთელ ახლო აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოშიც.

28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადეს ისლამური რესპუბლიკის „ტერორისტული რეჟიმი" და მისი სამხედრო ობიექტები.პასუხად ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 28 თებერვალს, ღამით დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა თელ-ავივში, სადაც ირანული რაკეტა სახლს მოხვდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს, დღის ბოლოს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ირანის 137 ბალისტიკური რაკეტა და 209 დრონი. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის ბაჰრეინსა და კუვეიტში. აფეთქება იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის ერთ-ერთ სასტუმროსთანაც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა.

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ირანის ოფისის ცნობით, 28 თებერვალს ირანში დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლაზე დარტყმის შედეგად. ამავე ოფისის ინფორმაციით, ირანში დაჭრილია 700-ზე მეტი ადამიანი.ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса