პუტინმა ირანს სამძიმარი გაუგზავნა, იათოლა ალი ხამენეის მკვლელობას „ცინიკური“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1 მარტს განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა „ცინიკური“ მკვლელობა იყო, რომელიც არღვევს ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის გამო, რომელიც ჩადენილი იყო ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით“, - ნათქვამია პუტინის ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან გაგზავნილ წერილში.
რუსეთმა წინა დღეს დაგმო ირანზე აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა და ამას უწოდა "უპასუხისმგებლო ნაბიჯი". "დარტყმები კვლავაც ხორციელდება მოლაპარაკების განახლებული პროცესის საფარის ქვეშ", - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იგულისხმა აშშ-ირანის ბირთვული მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც სავარაუდოდ აღარ გაგრძელდება ირანზე თავდასხმის შემდეგ.
