ერდოანი: ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 2 მარტს გააკრიტიკა შეერთებული შტატებისა და ისრაელის ირანზე თავდასხმები, როგორც საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევა".
ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, რომ თურქეთი იზიარებს ირანელი ხალხის ტკივილს.
ანკარაში რამადანის მარხვის ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი გააძლიერებს კონტაქტებს ყველა დონეზე მანამ, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და სიმშვიდე არ იქნება მიღწეული და დასძინა, რომ კონფლიქტის გაგრძელება რეგიონისა და მსოფლიოსთვის შეიცავს სერიოზულ საფრთხეს, რომლის მართვაც არავის შეუძლია.
