Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აშშ განიხილავს ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფების შეიარაღებას

0

გავრცელებული ცნობებით, აშშ განიხილავს შესაძლებლობას შეაიარაღის ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მეზობელ ერაყში არიან დაფუძნებული. ამ ნაბიჯს შესაძლოა მოჰყვეს ახალი ფრონტის გახსნა ირანთან ომში და სამოქალაქო ომის გაჩაღება ირანში.

ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთთა რეგიონში სახლობს ირანელი ქურთების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც წლების განმავლობაში აწარმოებენ დაბალი ინტენსივობის ამბოხების ბრძოლას თეირანის წინააღმდეგ. მათი ნაწილი ირანში ავტონომიას მოითხოვს, სხვები - ისლამური რესპუბლიკისგან გამოყოფას.

აშშ-ის მხრიდან ირანელი ქურთების ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებისა და საზღვრებს შორისი სახმელეთო თავდასხმების მხარდაჭერის შესაძლებლობის ფონია აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმები.

ანალიტიკოსების ვარაუდით, აშშ-ის მიზანია თეირანის საბრძოლო რესურსების დატვირთვა, სახელმწიფო ძალაუფლების დასუსტება და ამბოხების მხარდაჭერა ირანში - 90 მილიონამდე მოსახლის მყოლ, მულტიეთნიკურ სახელმწიფოში.

ირანის კლერიკალური ხელისუფლება არ დანებებულა და არც დანაწევრებულა, ის ქვეყანაზე კონტროლს ინარჩუნებს მას მერეც, რაც 28 თებერვალს დაიწყო აშშ-ისრაელის ერთობლივი საჰაერო კამპანია, რის შედეგადაც დახოცეს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და არმიის მაღალჩინოსნები.

ეთნიკური ქურთები ირანის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ, ისინი ძირითადად ქვეყნის დასავლეთში, ერაყთან საზღვრის ახლოს სახლობენ. ირანს დიდი ხანია ადანაშაულებენ ეთნიკური უმცირესობების დევნასა და დისკრიმინაციაში - ქურთების ჩათვლით.

ანალიტიკოსების ვარაუდით, არსებობს საფრთხეებიც, რომლებიც უკავშირდება ჩრდილოეთ ერაყში დასახლებული, ქურთთა ექვსიოდე ჯგუფს. ამ ჯგუფებიდან ბევრი უწინ შეიარაღებული იყო, მაგრამ შემდეგ განიარაღდა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ეს ჯგუფები ირანის წინააღმდეგ გრძელვადიან ომს დაიწყებენ და შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერა გაქრება, ეს მათ ხიფათს შეუქმნის.

აშშ-მა ახლახან შეწყვიტა სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მხარდაჭერა - ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი, გასამხედროებული ჯგუფის, რომელიც წლების განმავლობაში იყო აშშ-ის პარტნიორი ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წარმოებულ ომში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса