Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

El Pais-ი: მაიორკაზე პოლიციამ გაჩხრიკა ჰოლდინგ "რუსეთის ვერტმფრენების" ხელმძღვანელის სახლები

0

ეპანეთის მოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა მაიორკაზე მდებარე რამდენიმე სახლში, რომლებიც, სავარაუდოდ, ეკუთვნის ჰოლდინგ "რუსეთის ვერტმფრენების" ხელმძღვანელს, ნიკოლაი კოლესოვს. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა El Pais-ი, პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა მას მერე, რაც გამოქვეყნდა აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიება, ესპანეთში კოლესოვის ქონების შესახებ. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ კოლესოვის შვილებისა და მისი დის სახელებზე მაიორკაზე ხუთი ვილაა გაფორმებული.

გამოძიების თანახმად, შვიდი წლის შვილისა და კვიპროსის მოქალაქის, ნიკოლ კოლესოვას სახელზე რეგისტრირებულია 1200 კვადრატული მეტრის სიდიდის ვილა, რომლის ღირებულება ხუთი მილიონი ევროა.

მეორე სახლი, რომლის ფართობიც 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო ღირებულება სამ მილიონ ევროს, გაფორმებულია კოლესოვის უფროსი დის, ლიუდმილა ტენოს სახელზე. კიდევ სამი ვილა, ინფორმაციის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებულია კოლესოვის ვაჟის სახელზე. ამ სამ სახლს ფონდი ცხრა მილიონ ევროდ აფასებს.

ჩხრეკა ჩატარდა სახლებში, რომლებიც, გამოძიების თანახმად, კოლესოვის ვაჟს ეკუთვნის. პოლიცია დეტალებს არ ასაჯაროებს.

ჰოლდინგი "რუსეთის ვერტმფრენები" შედის სტრუქტურაში "როსტექი". კოლესოვი მას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე იგი 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კონცერნს "რადიოელექტრონული ტექნოლოგიები". კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მონაცემებით, კოლესოვი და მისი ოჯახი ფლობენ ქარხანა "ელეკონის" აქციებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса