Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ირანის ხარქის კუნძულზე გაანადგურა ყველა სამხედრო სამიზნე

0

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარქის კუნძულზე, სადაც მდენარეობს ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალი.

ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს და ოპერაციას აღწერს როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში „ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ დაბომბვას“ და წერს, რომ კუნძულზე „ირანის ძვირფას მარგალიტზე“ ყველა სამხედრო სამიზნე განადგურებულია.

„კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, არ გაგვენადგურებინა კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა. მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მან გაიმეორა აქამდეც არაერთგზის ნათქვამი,რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, არც შესაძლებლობა საფრთხე შეუქმნას ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახლო აღმოსავლეთს, ან მსოფლიოს“.

„ირანის არმია და სხვები, ვინ ამ ტერორისტულ რეჟიმთანაა დაკავშირებული, სიბრძნეს გამოიჩენენ თუ იარაღს დაყრიან და გადაარჩენენ იმას, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა, რაც არც ისე ბევრია’, - წერს დონალდ ტრამპი.

ეს კუნძული ირანისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, ის ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრად მიიჩნევა და იქ მდებარეობს თეირანის მთავარი ნავთობტერმინალი, რომლის გავლითაც ექსპორტზე ირანის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% გადის.

კუნძულ ხარქს, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრია სპარსეთის ყურეში, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურისა და ნედლი ნავთობის გლობალური ტრანსპორტირებისთვის. კუნძულზე სამუშაო პროცესებში ნებისმიერმა შეფერხებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ნავთობის გლობალურ მარაგებსა და ენერგომატარებლების საერთაშორისო ბაზრებზე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса