ხმელთაშუა ზღვაში დრეიფის მდგომარეობაში მყოფი რუსული ტანკერი გარემოს საფრთხეს უქმნის
ხმელთაშუა ზღვაში, მალტის ნაპირის მახლობლად დრეიფის მდგომარეობაში მყოფი რუსული სანქცირებული ტანკერი Arctic Metagaz-ი, რომელიც ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, ევროკავშირის აკვატორიაში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის.
რუსეთის დროშით მცურავ ტანკერს, რომელსაც გათხევადებული ბუნებრივი გაზი გადაჰქონდა, ხანძარი 3 მარტს გაუჩნდა მალტის ნაპირის მახლობლად. ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება. ეკიპაჟის 30-ივე წევრი, რუსეთის მოქალაქეები მალტის სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა.რუსეთმა განაცხადა, რომ ტანკერზე „ტერორისტული შეტევა" იყო, კერძოდ, Arctic Metagaz-ს „ლიბიის სანაპიროდან თავს დაესხნენ უკრაინის უეკიპაჟო კატერები”. უკრაინას ეს არ დაუდასტურებია.გამოცემა NewsBook Malta-მ 15 მარტს გამოაქვეყნა დაზიანებული ტანკერის ფოტოები, რომლებზეც ჩანს აფეთქებითა და ხანძრით გამოწვეული მასშტაბური დაზიანებები.
ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკომისია გააფრთხილესევროკავშირის წევრი მალტის პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელამ 16 მარტს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ რუსულ ტანკერთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ათამდე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და საფრანგეთმა ევროკომისიას გაუგზავნეს გამაფრთხილებელი წერილი, რომ Arctic Metagaz-ი, მისი მდგომარეობისა და სპეციფიკური ტვირთის გათვალისწინებით, ქმნის ეკოლოგიური კატასტროფის სერიოზულ საფრთხეს ევროკავშირის საზღვაო აკვატორიის შუაგულში, ამიტომ ოპერატიულად მოქმედებაა საჭირო.
რუსეთი პასუხისმგებლობას იხსნისრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 მარტს გამოაქვეყნა ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარი, რომლის თანახმად, სერიოზულად დაზიანებულ ტანკერზე ფიქსირდება გაზის გამოთავისუფლება და ხანძრის ლოკალური კერები და გაძლიერებულია გემის გადახრა.
ზახაროვას თანახმად, გაჩერებამდე ტანკერზე იყო „მნიშვნელოვანი რაოდენობის ბუნებრივი გაზი“ და 450 მტ(1 მეტრული ტონა=1000კგ) მძიმე და 250 მტ დიზელის საწვავი.
ზახაროვას განცხადებით, გემის მფლობელი ტანკერის ადგილმდებარეობას აკვირდება, რუსეთის შესაბამის ორგანოებს კი კონტაქტი აქვთ გემის მფლობელსა და „უცხოეთის კომპეტენტურ ხელისუფლებასთან“, მაგრამ საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებით, არსებული სიტუაციის გადაწყვეტასა და ეკოლოგიური კატასტროფის აღკვეთაზე პასუხისმგებლები არიან სანაპირო ქვეყნები, რომლებსაც ეს სიტუაცია შეეხოთ.
რა არის ცნობილი Arctic Metagaz-ზეგამოცემა The Insider-ი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ Arctic Metagaz-ი იმ ათზე მეტ გემს შორისაა, რომლებიც ჩართული არიან სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული გათხევადებული გაზის(პროექტი Арктик СПГ-2) ტრანსპორტირებაში ჩინეთის ტერმინალში Beihai.პროექტ Арктик СПГ-2-ისა და მასში ჩართული ტანკერების წინააღმდეგ 2023-2024 წლებიდან მოქმედებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები.ტანკერი Arctic Metagaz-ი 2025 წლიდან სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის და ახალი ზელანდიის მიერაც.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 4 მარტს განაცხადა, რომ მურმანსკის პორტიდან გასულ ტანკერს მიჰქონდა „ყველა საერთაშორისო წესით გაფორმებული ტვირთი“. სად, სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.
