Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მაიამიში დაიწყო აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები

0

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ პირველად გაიმართა შეხვედრა უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის.

„ჩვენი გუნდი ამერიკაშია, დღეს უკვე შედგა შეხვედრა. ამერიკის მხრიდან [არიან] სტივ უკიტკოფი და ჯარედ კუშნერი... მხარეები ხვალ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს,“ თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკანასკნელი შეხვედრა თებერვალში გაიმართა. 28 თებერვალს დაიწყო აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ, რამაც შეასუსტა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება უკრაინის მიმართ, აცხადებდა ადრე ზელენსკი.

უკრაინის მედიის თანახმად, ახალი მოლაპარაკებები მაიამიში ტარდება. რუსეთი მასში არ მონაწილეობს.

„მთავარია იმის გაგება, რამდენად მზად არის რუსეთის მხარე, წავიდეს ომის რეალურად დასრულებაზე და რამდენად არიან ისინი მზად, ეს პატიოსნად და ღირსეულად გააკეთონ. მით უმეტეს ახლა, როცა ირანის ვითარების გამო გეოპოლიტიკური პრობლემები მხოლოდ გაიზარდა,“ თქვა ზელენსკიმ.

მაიამიში მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადენენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიარჰი კისლიცა.

გასულ კვირაში ამერიკის დელეგაცია შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარგზავნილს, კირილ დმიტრიევს.

როგორც Politico იუწყება, შეხვედრაზე დმიტრიევმა ფაქტობრივად აღიარა, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარება აშშ-სთან ომში და გამოვიდა წინადადებით, რომ მოსკოვი შეწყვეტს ამის გაკეთებას, თუკი შეერთებული შტატები შეწყვეტს სადაზვერვო ინფორმაციით უკრაინის დახმარებას. გამოცემის თანახმად, დმიტრიევის წინადადება უარყოფილ იქნა. თავად დმიტრიევმა პუბლიკაციაზე თქვა, რომ ის არ შეესაბამება სიმართლეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса