Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას

0

მსხვერპლი მოჰყვა ნიუ-იორკის აეროპორტ LaGuardia-ს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე კანადის ავიაკომპანია Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახებას აეროპორტის საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან.

ინციდენტი 23 მარტს მოხდა. აეროპორტი დროებით დაკეტილია.

ამერიკული მედიასაშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაიღუპა თვითმფრინავის ორივე პილოტი. დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

თვითმფრინავში, რომელიც ნიუ-იორკში მონრეალიდან ჩავიდა, 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ევაკუირებული არიან.

თვითმფრინავის ის ნაწილი, სადაც პილოტების კაბინა იყო, განადგურებულია.

მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. შეჯახების მომენტში აეროპორტის ტერიტორიაზე ცუდი ხილვადობა იყო ძლიერი წვიმის გამო.

აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა, ასაფრენ ზოლზე იმყოფებოდა სხვა თვითმფრინავთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემის გამო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса