Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ყირიმში ან-26-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის სავარაუდოდ, გენერალი ოტროშჩენკოცაა - BBC

0

რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში ან-26, რომელიც ანექსირებულ ყირიმში 31 მარტს ჩამოვარდა, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკოც იმყოფებოდა. ეს ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულ სამსახურს 2 აპრილს დაუდასტურა ორმა წყარომ, მათ შორის რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ან-26-ის კატასტროფის ფაქტი და „ეკიპაჟის 6 წევრის და ბორტზე მყოფი 23 მგზავრის“ დაღუპვა 1 აპრილს დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოძიების წინასწარი ვერსიით, მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.1 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოკლე ცნობა, რომ დაიღუპა „ეკიპაჟის 7 წევრი და 23 მგზავრი" და სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფრენის, ან მისთვის მომზადების წესების დარღვევის მუხლით.რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ან-26 კლდეს შეეჯახა.რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა რუსეთის მურმანსკის ოლქის ქალაქ სევერომორსკშია.

ყირიმში კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის რომ ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, ეს 1 აპრილს დაადასტურა მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ჩიბისმა, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს სოციალური ქსელებიდან მიუსამძიმრა.

დაღუპულთა შორის რომ გენერალი ოტროშჩენკოცაა, ეს BBC-ს რუსულ სამსახურს 2 აპრილს დაუდასტურა სევერმორსკის მცხოვრებმა ქალმაც, რომლის ნათესავი მაიორიც დაღუპულია. წყაროს ცნობით, თვითმფრინავში გენერალ ოტროშჩენკოსთან ერთად კიდევ ათი ოფიცერი იმყოფებოდა.

გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკო რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაურად 2024 წელს დაინიშნა. მანამდე ის შავი ზღვის და ჩრდილოეთის ფლოტების საზღვაო ავიაციას და სამხედრო-საჰაერო ძალების 45-ე არმიას და ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო თავდაცვას ხელმძღვანელობდა.2 აპრილს რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო-საზღვაო მუზეუმის სოციალური ქსელის, VKontakte ადმინისტრატორმა გამოაქვეყნა ფოტო წარწერით, რომ 28 მარტს ალექსანდრ ოტროშჩენკო მონაწილეობდა მუზეუმისთვის „ნაკურთხი დროშების“ გადაცემის ცერემონიაში და ეს ოტროშჩენკოს „ერთ-ერთი ბოლო ფოტოა“.

მუზეუმი ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის დისლოკაციის ადგილის, ქალაქ სევერომორსკის მახლობლად მდებარე დაბა საფონოვოშია. BBC-ს რუსული სამსახური დაუკავშირდა მუზეუმის ადმინისტრაციას, სადაც ჯერ უთხრეს, რომ ხუთ წუთში დაერეკათ, ხელახალი ზარის შემდეგ კი განუცხადეს, რომ გენერლის ბედის შესახებ არაფერი იციან. ამის შემდეგ Vkontakte-ში გამოქვეყნებული პოსტიდან წაიშალა წინადადება „ერთ-ერთი ბოლო ფოტოს“ შესახებ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса