მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 აპრილს, ღამით გამართულ სასამართლო სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ავრცელებს მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.