Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

გერმანიაში ნაპოვნია საეჭვო ბოთლი წარწერით პოლონიუმ-210

0

გერმანიის სამხრეთში, ქალაქ ფაიჰინგენში ნაპოვნია პლასტიკური მასალის ბოთლი წარწერით: პოლონიუმ-210.

პოლონიუმი სახიფათო რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია, რომლის გამოყენებით 2006 წელს ლონდონში მოწამლეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო.

გერმანული მაუწყებლის, DW-ს ცნობით, ბოთლი წითელი სახურავით და წარწერით: პოლონიუმ-210 ქალაქ ფაიჰინგენის ერთ-ერთ ბაღში იპოვა სააღდგომო კვერცხების საძებნელად წასულმა ორმა მამაკაცმა. მათ საეჭვო ბოთლის გამო პოლიცია გამოიძახეს. გერმანიაში აღდგომა 5 აპრილს აღნიშნეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ რადიაციული დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც სპეციალური ტექნიკით. 5 აპრილს ღამით პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ბოთლი შემთხვევის ადგილიდან გატანილია და სითხეს გარემოს დაცვის სამინისტრო ამოწმებს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაახლოებით 200-გრამიანი ბოთლი ამ წონასთან შედარებით მძიმე იყო, წარწერა ხელით გაკეთებული არ ყოფილა და ოფიციალურ ეტიკეტს ჰგავდა, ამიტომ წინასწარი ვერსიით, ბოთლში შესაძლოა, მართლაც პოლონიუმი ყოფილიყო. ამასთან, როგორც გერმანული სააგენტო dpa წერს, ბოთლის მახლობლად რადიაციული ფონი ნორმაში იყო.

ლიტვინენკოს მოწამვლარუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცერმა ალექსანდრ ლიტვინენკომ 1998 წელს განაცხადა, რომ მას და კოლეგებს დავალებული ჰქონდათ ბიზნესმენის და პოლიტიკოსის, ბორის ბერეზოვსკის მკვლელობა.

ლიტვინენკო რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, 2000 წელს ოჯახთან ერთად გაიქცა დიდ ბრიტანეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ლიტვინენკო რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის სპეცსამსახურებს და პირადად პრეზიდენტ პუტინს ბრალს სდებდა არაერთ დანაშაულში, მათ შორის კორუფციასა და ტერაქტებში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში გარდაიცვალა 2006 წლის ნოემბერში. მან თავი შეუძლოდ იგრძნო კაფეში ჩაის დალევის შემდეგ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო პოლონიუმ-210-ით მოწამლეს. გამოძიების თანახმად, ლიტვინენკოს ლიკვიდაცია რუსეთის ხელისუფლების სპეცოპერაცია იყო. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფდა.

ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიების ფარგლებში სასექსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიკოსმა ნორმან დომბიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ მომწამლავი ნივთიერება წარმოებული იყო რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე დახურულ ლაბორატორია „ავანგარდში“, რადგან ყველა სხვა ქვეყანამ პოლონიუმის წარმოება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეწყვიტა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса