Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ისრაელს ლიბანთან მოლაპარაკება სურს, მას მერე, რაც ლიბანზე მისმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა ირანში ცეცხლის შეწყვეტას

0

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 9 აპრილს განაცხადა, რომ ბეირუთთან პირდაპირი მოლაპარაკება სურს - ერთ დღეში მას მერე, რაც ისრაელის დარტყმამ ლიბანში 250-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ძირი გამოუთხარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ირანთან.

ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე ომში გამოაცხადა სამშაბათს - რამდენიმე საათით ადრე მის მიერ დაწესებულ ბოლო ვადამდე, რა დროსაც იგი ირანის მთელი ცივილიზაციის განადგურებით იმუქრებოდა.

პაკისტანში ხელისუფლება ემზადება აშშ-ირანის მოლაპარაკების პირველი რაუნდის მასპინძლობისთვის.

თუმცა ჯერჯერობით არ იკვეთება ნიშნები, რომ ირანი აპირებს გახსნას ჰორმუზის სრუტე - რომლის დახურვასაც მასშტაბური წყვეტა მოჰყვა ენერგეტიკის გლობალურ მიწოდებაში. სრუტის გახსნის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ამ ეტაპზე ასახელებენ ისრაელის მხრიდან ლიბანზე გაგრძელებულ დარტყმებს.

ცეცხლის შეწყვეტის პირველ 24 საათში სრუტეში გაიარა ნავთობის პროდუქტების მხოლოდ ერთმა ტანკერმა, ასევე მშრალი ტვირთის მატარებელმა ხუთმა ხომალდმა - მაშინ, როცა ომამდე სრუტე დღეში საშუალოდ 140 ხომალდს ატარებდა. ჰორმუზის სრუტეზე მოდიოდა მსოფლიოს ნავთობისა და გათხიერებული გაზის დაახლოებით მეხუთედის მიწოდება.

ნეთანიაჰუ - რომლის მთავრობამაც გასულ თვეში გადაჭრით უარყო ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკების ისტორიული შეთავაზება - განცხადებაში ამბობს, რომ განკარგულება გასცა სამშვიდობო მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად დასაწყებად, და რომ მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას ირანთან დაახლოებული ჯგუფის, ჰეზბოლას განიარაღების საკითხი. ჰეზბოლა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.

სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ლიბანის მაღალჩინოსნის სიტყვებს - რომ ლიბანმა გუშინდელი დღე გაატარა ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზომის შემოღების მცდელობაში, რაც შესაძლებელს გახდის უფრო ფართო მოლაპარაკებას ისრაელთან.

ისრაელი - რომელიც ლიბანში გასულ თვეში შეიჭრა, ირანთან ომის პარალელურად, ჰეზბოლას აღმოფხვრის მიზნით - აცხადებს, რომ ლიბანში მისი ნაბიჯები არ არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამშაბათს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი.

ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ფარავს ლიბანს - მაგრამ ირანი და პროცესის შუამავალი პაკისტანი აცხადებენ, რომ ლიბანი პირდაპირ იყო შეთანხმების ნაწილი. სხვა ქვეყნებიც - მათ შორის დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც უნდა შეეხოს.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში დარჩებიან, სანამ არ აღსრულდება ირანთან მიღწეული შეთანხმება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса