Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

„არტემის II“-ის ასტრონავტები მთვარის გარშემო ისტორიული მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

0

NASA-ს მისია „არტემის II“-ის ასტრონავტები მთვარის გარშემო ისტორიული მოგზაურობის შემდეგ წყნარ ოკეანეში ჩაეშვნენ.

ასტრონავტები წარმატებით და უსაფრთხოდ დაეშვნენ სამხრეთ კალიფორნიის სან დიეგოს სანაპიროსთან, რითიც, გეგმის მიხედვით, დაასრულეს მონუმენტური და სარისკო 10-დღიანი მოგზაურობა მთვარის გარშემო და უკან.

მათ, დედამიწიდან, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორს იმოგზაურეს და 1970 წელს აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს, როცა 1970 წელს ხომალდი 400 ათასი კილომეტრით დაშორდა დედამიწას.

Artemis-II-ის მისიაში შედიოდა ოთხი ადამიანი: ხომალდის მეთაური რიდ უიზმანი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის ინჟინერ-სპეციალისტი კრისტინა კუკი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, მფრინავი-გამომცდელი ჯერემი ჰანსენი. ჰანსენისთვის ეს პირველი გაფრენაიყო კოსმოსში, ასევე ის გახდა ისტორიაში პირველი კანადელი, რომელიც მთვარეზე გაფრინდა.

კოსმონავტები უკვე გადაიყვანეს სამაშველო ხომალდზე, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ.

როდესაც ასტრონავტები Orion-ის კაფსულიდან გამოიყვანეს, მათ ჰიუსტონში, NASA-ს მისიის მართვის ცენტრში ხმამაღალი ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

„რა საოცარი მოგზაურობა იყო! ჩვენ სტაბილურად ვართ“, - თქვა უიზმანმა და მიანიშნა, რომ ოთხივე ასტრონავტი კარგ ფორმაშია.

აშშ-ისა და კანადის ასტრონავტების მთვარეზე გამგზავრება კოსმოსის ათვისების ამერიკული პროგრამის, Artemis-ის ნაწილია.

პროგრამა Artemis-ი, რომელიც 2019 წელს წარმოადგინეს, შედგება მისიებისგან: Artemis-I, Artemis-II, Artemis-III და ა.შ. პირველი, მოსამზადებელი, რომლის მსვლელობისას ხომალდ Orion-ს უეკიპაჟოდ უნდა შემოეფრინა დედამიწის თანამგზავრისთვის, 2022 წლის დამდეგისთვის იყო დაგეგმილი. 2023 წელს მთვარისთვის უნდა შემოეფრინა უკვე კაფსულს ოთხი ასტრონავტის გუნდით (Artemis-II), არაუგვიანეს 2024 წლისა უნდა განხორციელებულიყო მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადასხდომა მისია Artemis-III-ის ფარგლებში.

ირველი Artemis-I-ის მისიის გაშვება რამდენჯერმე გადაიდო ტექნიკური პრობლემებისა და ამინდის პირობების გამო და ხომალდი Orion-ი მხოლოდ 2022 წლის ნოემბერში გაემგზავრა მთვარისკენ. მისიის განმავლობაში კაფსული დედამიწას სარეკორდო მანძილით, 430000 კილომეტრით დაშორდა. ეს ყველაზე დიდი მანძილია, რომლითაც ოდესმე დაშორებია დედამიწას ხომალდი, რომელიც პილოტირებული ფრენისთვის არის განკუთვნილი. Orion-მა ორჯერ შემოუარა მთვარეს, დაბრუნდა დედამიწაზე და წყნარ ოკეანეში დაჯდა წყალზე.

NASA-მ მისია წარმატებულად მიიჩნია და Artemis II-ისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, პილოტირებული ფრენა 2023 წლიდან 2026 წლამდე გადაიდო, ხოლო მთვარეზე დაშვება (Artemis-II), NASA-ს ახალი გეგმის თანახმად, 2028 წლამდე არ განხორციელდება.

პროგრამა იყენებს აღჭურვილობას, რომელსაც NASA ათწლეულების განმავლობაში ავითარებდა და აშენებდა: პილოტირებულ ხომალდ Orion-ს და ზემძიმე მზიდ რაკეტა Space Launch System-ს (SLS).

SLS-ის შექმნაზე, ოფიციალური მონაცემებით, 11 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მაგრამ ამ მაღალი ღირებულების მიუხედავად, მისი გაშვება რამდენჯერმე გადაიდო საწვავის გაჟონვის გამო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса