Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ლიბანის პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ჰეზბოლას ზეწოლის ფონზე

0

ლიბანის პრემიერმინისტრმა, ნავაფ სალამმა ჰეზბოლას ზეწოლის ფონზე მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ჰეზბოლას ირანი უჭერს მხარს.

გაურკვეველია, იმოქმედებს თუ არა ეს ისრაელთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც მომავალ კვირას აშშ-ის შუამავლობით იყო დაგეგმილი.

ლიბანის მთავრობა უშედეგოდ მოითხოვს ისრაელისგან, შეწყვიტოს ჰეზბოლაზე, ლიბანში დაფუძნებულ ირანის მიერ მხარდაჭერილ მარიონეტულ ძალაზე დარტყმები, რომელსაც ისრაელი და შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ჰეზბოლამ ისრაელს მარტის დასაწყისში შეუტია, აშშ-სა და ისრაელის ირანზე 28 თებერვალს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ. ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლაზე მისი დარტყმები თავდაცვას წარმოადგენს და არ ვრცელდება აშშ-ირანის ამჟამინდელ ზავზე. ირანი თვლის, რომ ეს ასე არაა და ისლამაბადის მოლაპარაკების დაწყების პირობად დააყენა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა.
ვიზიტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სალამმა განაცხადა, რომ ეს „ბეირუთიდან მთავრობის მუშაობის გაგრძელების მიზნით“ მოხდა.

ადრე, ლიბანში ჰეზბოლას მაღალჩინოსანმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ისრაელთან დაგეგმილი მოლაპარაკებებით ლიბანის კანონი ირღვეოდა.
დაჯგუფებამ ასევე ორგანიზება გაუწია საპროტესტო აქციას ბეირუთში, სადაც დაგმეს სალამის პოლიტიკა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 აპრილს სამხრეთ ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო დახმარების სამი თანამშრომელი დაიღუპა, სახელმწიფო მედია კი ათზე მეტ ადგილას მოწყობილი რეიდების შესახებ იუწყება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса