ტრამპი აცხადებს, რომ ირანი აშშ-ის დახმარებით ყველა საზღვაო ნაღმს ამოიღებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ირანმა, შეერთებული შტატების დახმარებით, ამოიღო ან აპირებს ამოიღოს ყველა საზღვაო ნაღმი.
მანამდე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ "ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლისთვის გზა სრულად ღიაა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის დარჩენილ ვადაში".
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს დახურავს.
ტრამპმა გაიმეორა თავისი წინა დღის კომენტარი, რომ აშშ მიიღებს მთლიანად "ბირთვულ მტვერს." მისი მინიშნება ეხებოდა ირანის მაღალგამდიდრებულ ურანს, რომელიც, მისი თქმით, გასულ ივნისს აშშ-ის ბომბდამშენებმა გაანადგურეს.
ირანზე შარშან ივნისში მოწყობილი თავდასხმების დროს, როცა მთავარი ბირთვული ობიექტები დაიბომბა, "თვალს მიეფარა" ირანის საკუთრებაში მყოფი 400 კილოგრამი შედარებით მაღალგამდიდრებული ურანი, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არაა ცნობილი.
