დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები „დიდ მარცხს“ უწოდებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან იმ მედიკამენტების უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც აქციაზე მყოფი ადამიანები შვილებისთვის ითხოვენ.