საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულეს. პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს სხვადასხვა სპორტის სახეობაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს უგულშემატკივრა: “ბრაზილიაში, რიოში ჩვენ გვქონდა ბედნიერება, ვმდგარიყავით ჩვენს რჩეულ ათლეტებთან ერთად, მონაწილეობა მიგვეღო ოლიმპიური თამაშების დასაწყისში, იმ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, სადაც ყველა ერი თავის რჩეულ წარმომადგენელს აგზავნის. ჩვენ ასევე მოგვეცა შესაძლებლობა, გვემუშავა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან, ჩვენი მუშაობის […]