თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს: “დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს – საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ […]