Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

ნატოს ვარშავის სამიტსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გერმანიის მარშალის ფონდში ისაუბრეს

0

2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს გერმანიის მარშალის ფონდში, ბრიუსელის ბიუროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრო. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონულ უსაფრთხოებასა და რუსეთის ქმედებებზეც იმსჯელეს. თინა ხიდაშელი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

„საუბარი შეეხო საქართველოს პერსპექტივებს, საქართველოს გამოწვევებს, უსაფრთხოების პროპბლემებს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მცდელობით, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოს ხედვა ნატოსთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომაც, რომ მარშალის ფონდი აქტიურადაა ჩართული ალიანსის გაფართოების პროცესში საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს ჩვენთვის საინტერესო შეხვედრაა,“ - განაცხადა იან ლესერიმ. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко рассказала о проблемах со здоровьем






В Ростове-на-Дону горит склад с макулатурой на площади в 1,5 тысячи «квадратов»

Учения по огневой подготовке бойцов спецназа Росгвардии прошли в Подмосковье

Фонд «Защитники Отечества» приглашает жителей Владимирской области к участию в онлайн-марафоне

Трамп опроверг свой визит в Москву на 9 мая