Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

დღეს ნატოს მინისტერიალზე ერთობლივ დოკუმენტს მიიღებენ - საუბარი საქართველოსაც შეეხება

0

დღეს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მონტენეგროს წევრობის საკითხს დაეთმობა და ალიანსის საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. მინისტერიალის დასასრულს მიიღებენ ერთობლივ დოკუმენტს, სადაც არსებული ინფორმაციით, 4 ასპირანტ ქვეყანაზე იქნება საუბარი, მათ შორის საქართველოზეც.

დოკუმენტის ტექსტზე ალიანსის წევრი 28 ქვეყანა მუშაობს, მისი შინაარსი გასაჯაროებამდე უცნობია. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დოკუმენტში ასახული იქნება საქართველოს ბოლო პერიოდის მიღწევები. ის, რომ მასში საქართველოზეც იქნება საუბარი, ეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაადასტურა.

ნატოში საქართველოს ელჩის თქმით, თუ ალიანსი მონტენეგროს წევრობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს იქნება კარგი ნიშანი საქართველოსთვის.

„თუ მონტენეგრო მიიღეს ალიანსი, ეს იქნება ნათელი დასტური, რომ ალიანსი განაგრძობს გაფართოების პროცესს და ბუნებრივია ეს იქნება პოზიტიური სიგნალი ყველა ასპირანტი სახელმწიფოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის,“ - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრე მაისურაძემ. 

დღესვე ბრიუსელში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც გაიმართება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Бублик

Бублик в двух сетах проиграл на турнире в Марселе






В России начались продажи продажи Xiaomi Redmi Note 14 от 19 тыс рублей

Кулинарная лавка "Братья Караваевы" в Москве закрыта на 60 суток из-за нарушений

В МИДе предупредили об ответе РФ на военное присутствие США у северных границ

Глав недружественных стран не пригласят на празднование 80-летия Победы