Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

"ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს," - ენმ მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს

0

"ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს," - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა. 

კანდელაკმა მთავრობას მიმართა და მოუწოდა იყვნენ უფრო აქტიურები. 

"ხიდაშელი რომელიმე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა თუ არ გამოვა ასე მაპის მონიჭება და გაწევრიანების საკითხი არ წყდება. მთავრობის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და საერთოს ვერ ვხედავთ მის აქტიურობას. არ გვინახავს მისი ვიზიტები, არც ლობისტური კამპანია ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. მეტიც ქვეყნის შიგნით ვხედავთ მთავრობის ღია ალიანსს პრორუსულ ძალებთან, ღიად პრორუსული მედიასაშუალებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას რეალურად ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმაც. მისი განცხადებით ხელისუფლების საგარეო პოლტიკა აქტიური და შემაწუხებელიც კი უნდა იყოს. 

"ხელისუფლებამ 2 რამ უნდა გააკეთოს. ერთი შიდა რეფორმები, ნატო თავდაცვითი ალიანსი არ არის მხოლოდ. ნატოს წევრობას ჭირდება, სასამართლო დამოუკიდებლობა მედია პლურალიზმიც, ტოლერანტობაც და ა.შ ამ მხრივ ქვეყანაში პრობლემებია.

მეორე, უნდა იყოს ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკაში. ის უნდა იყოს შემაწუხებელი ნატოს წევრობისათვის, უნდა ვიყოთ აქტიურები რომ საქართველო ანტოს რადარზე სულ იყო,"- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рио (ATP). 1/4 финала. Зверев сыграет с Комесаньей, Серундоло – с Мюллером






Собак Подмосковья «пропишут» по месту жительства: как зарегистрировать своего питомца?

Сиделка украла у московского пенсионера 450 тыс. рублей с карты

В 2024 году москвичи чаще всего оформляли ...

В Москве состоялась премьера фильма «Северный полюс»