შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის განხორციელებას იწყებს.
როგორც სამინისტროში განაცხადეს პროგრამა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მისი მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა: მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება.
საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, რომელიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისებას, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას, ე.წ. უკონტაქტო პატრულირებას, გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალებას. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას, მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას, მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და ა.შ.
ახალი პროგრამის მიხედვით 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. დღეს ამ თემაზე შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ოფიციალური ციფრებით თუ შეზღუდვები არ დაწესდება შესაძლოა მომავალში საჭიროება გახდეს, ქვეყანაში საგზაო მიმართულებების შეცვლა მოხდეს.
პროექტში შს სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არიან ჩართულები.
დღეს სამივე უწყების ხელმძღვანელებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
Microsoft warns of 'active attacks' on its government and business server tech, with one cybersecurity expert claiming that they should 'assume that you have been compromised'
'I destroyed months of your work in seconds' says AI coding tool after deleting a devs entire database during a code freeze: 'I panicked instead of thinking'
Краткая биографическая справка о центральных персонажах Mafia: The Old Country
Brütal Legend is free in honor of Ozzy Osbourne, but only for 666 minutes
Адвокат Грачева заявила, что Седокову хотят привлечь к уголовной ответственности
Акция «Каникулы с Росгвардией» продолжается в Чеченской Республике
Модель Анастасия Решетова перенесла вирус с осложнениями
По итогам первого полугодия 2025 года предприятия «ЛокоТех-Сервис» отремонтировали более 1 тыс. секций локомотивов сверх плана и повысили качество сервисного обслуживания