Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაუუქმდება

0

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შეუწყდება.

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების მოთხოვნით დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევიდა.

პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი აცხადებს, რომ მარგველაშვილი გადაწყვეტილებას კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით იუსტიციის სამინიტრომ მიმართა.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ექსპრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა რუსეთის ინტერესებში შედის.

განსხვავებულია უმრავლესობისა და თავისუფალი დემოკრატების პოზიცია. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

იურისტების განმარტებით იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას შეუწყვეტს, მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, მამუკა ჯინჭარაძე, ნიკა ვაწაძე. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса