Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას უკვე მეოთხედ არ დაესწრება

0

უშიშროების საბჭოს სხდომა ამჯერად პრემიერმინისტრის გარეშე ჩატარდება. პრემიერმინისტრი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკვე მეოთხედ არ მიდის.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მხოლოდ დღის ბოლოს გახდა. მთელი დღის განმავლობაში კი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერის გეგმების შესახებ არ იცოდნენ და პასუხი არც იმაზე ჰქონდათ, უნდა ესწრებოდეს თუ არა მთავრობის მეთაური ამ ფორმატში უსაფრთხოების საკითხების განხილვას.

პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიწვიეს, შეკრებამდე ერთი დღით ადრეც კი მისი გეგმების შესახებ უცნობი იყო უშიშოების საბჭოს სამდივნოსთვის.

11 მუდმივმოქმედი წევრიდან ხვალინდელ შეკრებას საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც არ დაესწრებიან.

ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნდა და სხდომაზე მისვლას გეგმავს თავდაცვის მინისტრი. 

ხვალინდელ შეკრებაზე მისვლას გეგმავს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე სავარაუდოდ სხდომაზე იქნება პარლამენტის თავმჯდომარეც.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, გიორგი პერტია. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса