თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს
თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
სასამართლო, რომლის საქმიანობაც ხელისუფლებას განსაკუთრებით რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღარ მოსწონს, იუსტიციის მინისტრის შეფასებით, მიკერძოებულია.
იუსტიციის მინისტრის ეს არგუმენტები დღის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად მცდარ ინფორმაციად შეაფასა და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიტიკურად მოტივირებულობაში დაადანაშაულა. ამით კი, განცხადების მიხედვით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოპოვება რომ ხელისუფლების უახლოესი გეგმაა, ამაში ეჭვი არ ეპარებათ კონსტიტუციონალისტებს. სპეციალისტები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ამგვარ განცხადებებს საფრთხისშემცველად აფასებენ.
ავტორები: ანა წერეთელი, ვახო ბუნტური, ედიშერ თათელიშვილი.