Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

შს სამინისტროს ახალი რეგულაციები-ოპოზიცია ხელისუფლებას არათანმინდევრული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს

0

მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ შს სამინისტროს ახალმა ინიციატივამ მთავრობის სხდომაზე მოწონება დაიმსახურა. გიორგი მღებრიშვილმა პრემიერმინისტრისგან დღეს შექებაც დაიმსახურა.

ახალ რეგულაციებს მთავრობა საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგების სურვილით ხსნის და მიესალმება. თავად ახალი ცვლილებების იდეის ავტორი გიორგი მღებრიშვილი კი ამბობს, რომ ქვეყანამ ევროპის გამოცდილება უნდა გაიზიაროს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი კანონი პირველ რიგში იმ ბიზნესს დაარტყამს, რომელიც იაპონიიდან ავტომობილების ექსპორტით არის დაკავებული. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აღარ იარსებებს ავტომანქანების იმპორტი და ექსპორტი. 

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის უარყოფით შედეგებზე საუბრობდნენ დღეს ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩშიც. თავისუფალი დემოკრატები კი ხელისუფლებას არათანამიმდევრული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებენ და საკითხის მოგვარებისთვის ინიციატივით გამოდიან.

დებატები მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე პარლამენტში მომავალი კვირიდან გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა სავარაუდოდ ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса