Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

"ბუნებრივი აირის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება კარგი საქციელი არ არის"- ევროკომისიის წარმომადგენელი

0

შაჰდენიზი ორის ვადაზე ადრე დასრულებასთან დაკავშირებით ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში მონაწილეებმა კომენტარები გააკეთეს.  

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე ცდილობს, ენერგეტიკული რესურსები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

"ევროკავშირი მუშაობს ევროპაში ენერგეტიკული დივერსიფიკაციის გეგმებზე. ტანაპი ძალიან ხელსაყრელია ევროპისთვის, საქართველო კი ამ პროცესის ნაწილია. ბუნებრივი აირის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება კარგი საქციელი არ არის, შესაბამისად ჩვენ ყველა საშუალება უნდა მოვნახოთ იმისთვის, რომ ევროპისთვის ალტერნატიული მიწოდების საშუალებები არსებობდეს. სწორედ რუსეთი იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის მის რესურსებს, მინიმუმ ცდილობს მაინც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს მას არ გამოუვა,"-განაცხადა ევროკომისიის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელმა, იანეს კოპაჩიმ.

 აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო მრჩეველი კი აცხადებს, რომ არის მოლოდინი, შაჰდენიზი 2-ის პროექტი ვადაზე ადრე დასრულდეს.

"შაჰდენიზი 2 აზერბაიჯანისთვის და ცხადია, ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე 16 მილიარდამდე კუბური მეტრი აირის გატარება იგეგმება თურქეთის მიმართულებით, საბოლოოდ კი ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება. მისი მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ის დაგეგმილზე ადრე დასრულდება," - განაცხადა ფარვიზ გარიბზადემ.

 

 ავტორი: ანა წერეთელი




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

В сети появилось трогательное видео Рыбакиной с детьми






Жители Камчатки стали чаще выезжать в командировки

"Вопрос о преданности жене вообще не обсуждается": Секреты семейного счастья Виктора Добронравова

Центр техники и творчества «Инженер будущего» открылся в БРУ

Глава МИД Азербайджана ждет ответных мер от Москвы после закрытия Русского дома