"საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს სთავაზობს,"- დიმიტრი ქუმსიშვილი
"საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს სთავაზობს," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობა, რაც საშუალებას აძლევს, ქვეყანას ჩაერთოს ერთიან, ენერგეტიკულ სისტემაში და ელექტროენერგიით მოამარაგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც.
საქართველო პარტნიორ ქვეყნებსა და ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს, დაბალ გადასახადებს, ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ პირობებს. მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის მიხედვით საქართველო არის რეგიონში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეოთხე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ავტორი: ანა წერეთელი