Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

2016 წლის ბიუჯეტი სესიაზე განსახილველად მზად არის - ოპოზიცია მთავრობის შენახვის ხარჯების შემცირებაზე საუბრობს

0

კომიტეტის სხდომაზე 50 ლარამდე პენსიის გაზრდა საპარლამენტო უმცირესობის მთავარი მოთხოვნა იყო.

ნაციონალური მოძრაობის გათვლებით, პრემიებისა და დანამეტების შემცირების ხარჯზე, პენსიის ამ რაოდენობით ზრდა შესაძლებელია. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტს 20 ლარზე მეტის მატების რესურსი არ გააჩნია.

პენსიის გაზრდა მომავალი წლის ივლისიდან მოხდება. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბიუჯეტი 225 მილიონი ლარით გადასახადების ხარჯზე გაიზრდება და ამ თანხიდან 92 მილიონი პენსიების დაფინანსებას მოხმარდება. ხელისუფლება მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებზე დაიხარჯავს. მთავრობამ 1 წლით გააგრძელა მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამაც.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, კი 50 ლარით პენსიის ზრდა ბიუჯეტს 420 მილიონი ლარი დაუჯდება. უმცირესობის გაანგარიშებით, თუ მთავრობის შენახვის ხარჯები შემცირდება, პენსიის მატება პრობლემა არ იქნება.

ნაციონალური მოძრაობის მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვადახსვა უწყებების ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, შოთა კიკნაძე. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Андреева обыграла Рыбакину и вышла в финал турнира WTA в Дубае






Россиянам напомнили, какие законы вступают в силу с 1 марта

Маковецкий снова чудит, а Лысенков мутит дела в новом сезоне комедийного сериала «Телохранители»

Военнослужащим везет в гослотереях! Ко Дню защитника Отечества в «Столото» рассказали, на что счастливчики потратили свои выигрыши

Источник 360.ru: в Восточном Измайлово в аварию попали грузовик и две легковушки