Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

მესამე სექტორი მთავრობას მომავალი არჩევნებისთვის სპეცუბნების შეზღუდვის რეკომენდაციით მიმართავს

0

მომავალი არჩევნებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციები სპეცუბნების შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან.

რეკომენდაციების პაკეტი უკვე შემუშავებულია და რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, სპეცუბნის შექმნა დაუსაბუთებლად შეიძლება. მესამე სექტორი კი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა უნდა დაკონკრეტდეს და მაქსიმალურად შეიზღუდის სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნის პირობები.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელზეც არასამთვრობოების რეკომენდაციებშია საუბარი, სამხედროების მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობაა. 

ბოლო შემთხვევა როცა სამხედრო მოსამსახურეებმა სპეცუბანზე მაჟორიტარს მისცეს ხმა, რამდენიმე თვის წინ საგარეჯოს შუალედური არჩევნები იყო. ცესკო-ს ინფორმაციით 622 სამხედროდან, საგარეჯოში რეგისტრირებული მხოლოდ 25 იყო. თავდაცვის მინისტრი საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს, თუმცა არასამთავრობოების რეკომენდაციებს ეთანხმება.

იმას, რომ სპეცუბნები პრობლემურია ადასტურებს უმრავლესობაც. არასამთავრობოების ინიციატივას ეთანხმება ოპოზიციაც.

სპეციალურ საარჩევნო უბნების შეზღუდვა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომლითაც ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიმართავენ.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, გიორგი ცანავა. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко в шутку обвинила свою команду в поражении на Australian Open






Синоптики сообщили о теплой и ветреной погоде в Москве 27 января

Нерп-интровертов заметили на льдинах архипелага Римского-Корсакова

Блокада Ленинграда: жительницы Магнитки рассказали о пережитом ужасе

В Госдуме предложили продать запрещенные соцсети российским инвесторам