Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

სახალხო დამცველის აპარატი მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს აკრიტიკებს

0

ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პოზიცია მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით სახალხო დამცვლის აპარატს აქვს.

კანონპროექტის ინიციატორებს და მმართველი გუნდის წევრებს შენიშვნების მოსმენა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიუწიათ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არ დაობენ, რომ მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი შესაცვლელია და საგამოძიებო უწყებას მასზე ზეწოლის შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტი ამას ვერ უზრუნველყოფს.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მოწმეს უფლება ეძლევა უარი თქვას საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე, თუმცა გამომძიებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოწმის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა. ამ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია ჩვენება მისცეს. ამ ჩვენების შეცვლის უფლება კი არ ექნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება მოწმეს ზეწოლისგან ვერ დაიცავს.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შეთავაზებული ვერსია მოქმედს ჯობია და შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთანაც.

კანონპროექტს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ დაუჭერს, უმრავლეოსბა კი მოწმეთა დაკითხვის არსებული წესის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина поделилась долгожданной хорошей новостью






Более половины россиян потратят до 10 тыс. рублей на подарки для близких и друзей

Светская «алкогольвица», покинувшая Comedy Woman. Куда пропала и как выглядит Полина Сибагатуллина

Лавров: НАТО получит решительный отпор, если будут создавать РФ ракетные угрозы

В Москве арестовали главу отдела управления Росприроднадзора Карабаша