უშიშროების საბჭოს წევრებმა სხდომაზე პრემიერის არმისვლის მიზეზები არ იციან
უშიშროების საბჭოს მდივანმა პრემიერმინისტრის საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე არმისვლის შესახებ ინფორმაცია პრესისგან მიიღო. ამის შესახებ ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი არ იცის თუ რატომ არ ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ სხდომას. თავდაცვის მინისტრი დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილის არგამოცხადებას "პრემიერის გადაწყვეტილებას" უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მიზეზები არ იცის.
უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსულები აცხადებდნენ, რომ დღეს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ინფორმაცია შესაბამისი უწყებების პირველი პირებისგან მიიღო.
თავდაცვის მინისტრი კი აკონკრეტებს და ამბობს, რომ პრემიერმა დაამტკიცა საფრთხეების დოკუმენტი, რომლის შემდეგაც დადგა დღის წესრიგში სამხედრო მოქალაქეების თავდაცვის გეგმების დამტკიცების საკითხი. ხიდაშელის თქმით სწორედ ამ თემებზე იყო დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.