Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

"გადაწვეტილება მიღებულია ივანიშვილის და მისი დაშინებული, ხავსმოჭიდებული უუნარო ხელისუფლების მიერ,"-სააკაშვილი მოქალაქეობის გაუქმებაზე საუბრობს

0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის გაუქმების საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ არის მიღებული.

"დღეს როგორც მითხრეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩამომართვა საქართველოს მოქალაქეობა. თავი დავანებოთ იმას, რომ ალბათ ეს კაცი მხოლოდ ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუ ის საერთოდ შერჩება. ეს გადაწვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებულია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, მისი დაშინებული, ხავსმოჭიდებული უუნარო ხელისუფლების მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისკენ. მე მინდა ყველას შევახსენო, ვინც პარალელს ავლებს ივანიშვილის მოქალქეობის ჩამორთემევასა და დღევანდელ გადაწყევტილებას შორის- ივანიშვილს, მას შემდეგ რაც მან მიიღო საფრანგეთის მოქალქეობა და შეუწყდა საქართველოს მოქალქეობა, ერგევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობის აღება და როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსიტუციაც კი შევცვალეთ, რომ არავის არ ეთქვა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვუშვებთ არჩევნებზე და მივეცით ევროკავშირის მოქალქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩემი სიტუაცია იყო სრულიად განსხვავებული, თავიდანვე მათ თქვეს, რომ მე აუცილებლად დამაპატიმრებდნენ, ეს თქვა მათმა სპონსორმა პუტინმა, მედვედევმა და ეს არაერთხელ თქვა მათ მიერ დაფინანსებულმა და წახალისებულმა ივანიშვილმა. ამ ფონზე მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს მე წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც მიდის საქართველოში-ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის, ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, ბროლა თავისუფლებისთვის. უკრაინის წარმატება და გადარჩენა დღეს არის სქართველოს მომავლი და გადარჩენა. დღეს რა თქმა უნდა მე და ჩემი მეგობრები აქ ვაკეთებთ ქართულ საქმეს, ვემსახურებით საქართველოს მომავალს, ჩვენს საერთო მომავალს. ამიტომ, მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ვერ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას, ვერავინ ვერ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Калинская

«ПСЖ» согласовал переход Хвичи, Калинская снялась с Australian Open. Главное к утру






Ольга Романив: топ-5 способов собрать себя заново после новогодних праздников

Тюменскую область в праздники посетили более 240 тысяч туристов

Губерниев — об ограблении Малкина: надеюсь, что американская полиция сработает так же доблестно, как и российская

Турменеджер Ансталь: разлив мазута повысил спрос на Дагестан и Калининград