2016 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კრიტიკული განცხადებები ისმოდა. ნაციონალური მოძრაობა კვლავ პენსიის 50 ლარიან ზრდას ითხოვს. გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მათ აქვთ კონკრეტული სქემა, სადაც ზუსტად არის გათვლილი, როგორ უნდა მოხდეს პენსიის 50 ლარიანი ზრდა.
„ჰაერიდან რომ ვლაპარაკობდეთ ვიტყოდით რომ 300 ლარიანი პენსია გააკეთეთ თქო, თუ ენა ძვალი არა აქვს, მაშინ უფრო მეტს ვიტყოდით. მაგრამ ეს არის დათვლილი. სწორედ ის რაც მოემატა წინა ხელისუფლებასთან შედარებით ამ ხელისუფლებას - ბიუროკრატიას ხელფასებზე, პრემიებზე და დანამატებზე, აი ის თანხმა გამოიყენეთ და გაზარდეთ პენსია,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ნაციონალურ მოძრაობას მმართველი გუნდიდან უპასუხეს და ისინი პენსიების მომატებაზე დაგვიანებით წარმოდგენილი წინადადების გამო გააკრიტიკეს.
„მას შემდეგ რაც ჩვენ პენსიების მატება განვიხილეთ კომიტეტებში და მთავრობასთან ვიმუშავეთ მიხვდნენ, რომ შედეგზე აუცილებლად გავიდოდით, აი მაშინ დაიწყეს აქტიურობა და ქუჩა-ქუჩა სირბილი და 50 ლარის ძახილი. ჩვენ რომ გვეთქვა 50, ისინი 100 ლარს იტყოდნენ დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მომავალი წლის ბიუჯეტს საკომიტეტო მოსმენებზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. რაც იმას ნიშნავს რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
«Детям полезно принимать участие в любой движухе, связанной с творчеством, музыкой и спортом!» В Москве завершился Международный фест-форум «Голоса Мира» 2025
«Ты будешь моей…»: Николай Ерусланкин из Нижнего Новгорода удивил всех участников шоу «Погоня» на ТНТ
Велоспорт для всех: начни вместе с ENERGY
Профессиональные бои состоятся в Нижнем Новгороде 9 августа
Защищённый планшет промышленного класса Saotron RT-W11
Коми, Камчатку, Архангельскую, Иркутскую, Калужскую, Костромскую, Курскую, Свердловскую и Оренбургскую области эксперты отнесли к регионам, где на осенних выборах "протестный потенциал выше среднего", говорится в докладе...
Аномальная жара: До +41 °С в Чечне и Ингушетии, +30 °С в Карелии и Архангельске
Алтайский край оказался одним из антилидеров по качеству автодорог