პარლამენტის ბიურო ამ წუთებში მიმდინარე კვირის სამუშაო გრაფიკს განიხილავს. დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ კვირაში უნდა დაამტკიცონ და ამისთვის საჭირო გახდება ქუთაისში პლენარული სხდომის ჩატარება. სავარაუდოდ, მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კანონმდებლები პარასკევს მიიღებენ.
„ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც ვერ ერგება იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას. ის პენსიების ზრდა, თუნდაც 20 ლარით ძალიან ბუტაფორიულია და აცდენილია რეალობას,“ - განმარტავს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.
ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელს მთავარ პრობლემად მიაჩნია, რომ ბიუჯეტში თანხები გაბერილია.
"ჩვენ არაფერში გვჭირდება 10 მილიარდ 145 მილონ ლარიანი ბიუჯეტი. ეს არის ფული, რომელსაც ჩვენ ვართმევთ მშრომელებს და ამ ფულს ჭამს გაზულუქებული ბიუროკრატია,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
უმრავლესობის წარმომადგენლის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი გააკრიტიკოს.
„არსებობს შედარებით პატიოსანი ოპოზიცია, რომელიც შენთან თანამშრომლობს და გაუმჯობესებაში ხელს გიწყობს. მეორე კატეგორიაა რაც არ უნდა გააკეთო ის მაინც საწინააღმდეგოს იტყვის. სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიცია მეორე კატეგორიას მიეკუთვნება,“ - განმარტა თამაზ მეჭიაურმა.
პროექტის მიხედვით, პენსია მომავალი წლის ივლისიდან 180 ლარამდე იზრდება. საპარლამენტო უმცირესობა კი 50 ლარიან ზრდას მოითხოვს. დეპუტატების თქმით, ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი რესურსია.
Мичков внесен в Книгу знаменитых людей Кунгура, сообщил директор кунгурского музея: «Никаких его трофеев в музее пока нет, к сожалению»
Гордости Angsana Velavaru
По итогам первого полугодия 2025 года предприятия «ЛокоТех-Сервис» отремонтировали более 1 тыс. секций локомотивов сверх плана и повысили качество сервисного обслуживания
Оркестр полиции Республики Сербской впервые выступит на фестивале «Спасская башня» в Москве
'I destroyed months of your work in seconds' says AI coding tool after deleting a devs entire database during a code freeze: 'I panicked instead of thinking'
Microsoft warns of 'active attacks' on its government and business server tech, with one cybersecurity expert claiming that they should 'assume that you have been compromised'
Brütal Legend is free in honor of Ozzy Osbourne, but only for 666 minutes
Краткая биографическая справка о центральных персонажах Mafia: The Old Country