Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

პრემიერის ვიზიტი ბულგარეთში - საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ოფიციალური პირების მხარდაჭერა მიიღო

0

ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას ბულგარეთი უცხადებს.

ამის შესახებ განცხადებები საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერმინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

2 ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის როლის გაზრდასა და აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

პრემიერმინისტრებმა ხელი ერთობლივ მემორანდუმსაც მოაწერეს, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშრებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაფორმდა.

მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბების როლზე ისაუბრეს. პირველი ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში პრემიერმა ჟურნალისტებთან შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერას დ სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივას გაუსვა.

ბულგარეთში სასაუბრო თემებს შორის რეგიონში არსებული რთული ვითარებაც იყო.

ავტორები: ანა წერეთელი, ლევან კალანდია, სოფო ზურაბიანი. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса