Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

ვერეს ხეობის განაშენიანებას ივანიშვილის კომპანიის ნაცვლად სახელმწიფო დააფინანსებს

0

ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია თბილისის მერიის მიერ უკვე მოწონებულია. პროექტის ავტორების განცხადებით ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მწვანე ზოლსა და საგანმანათლებლო ცენტრს დაეთმობა, თუმცა კონცეფცია სხვადასხვა სპორტული ცენტრების აშენებასაც ითვალისწინებს. 

ვერეს ხეობაში სხვადასხვა ცენტრების მშენებლობის იდეა 2007 წელსაც არსებობდა. პროექტის განხორციელებისა და 100 მილიონი ინვესტიციის ვალდებულება მაშინ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია იუნიონს დაეკისრა. რამდენიმე თვის წინ კი მას ეს ვალდებულება მოქმედმა საკრებულომ, სტიქიის შედეგად ვერეს ხეობაში არსებული რისკების გამო გააუქმა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის იუნიონის გეგმა და ახალი კონცეფცია ერთმანეთის იდენტურია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ განსხვავება პროექტებს შორის დაფინანსების წყაროებია. აბესაძე ამბობს, რომ 2007 წლის პროექტის განსახორციელებლად კერძო ინვესტორი დებდა ფულს, ახლა კი ამ პროექტებს სახელმწიფო განახორციელებს. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე კი ორ კონცეფციას შორის მსგვავსებას ვერ ხედავს. 

ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა 2 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც არქიტექტორები პროექტს მოამზადებენ.

ავტორი: ეკო მაღრაძე




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса