Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

პატრიარქის ინიციატივამ მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

0

ორად გაყოფილი უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ დღეს ოფიციალური განმარტება გააკეთა იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც პატრიარქის მიერ პატიმართა შეწყალებას ითვალისწინებს, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

უმრავლესობის ის ნაწილი კი, ვისაც იურიდიული განათლება აქვს, ამ ინიციატივის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე აკეთებენ აქცენტს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების შემთხვევაში, ოპონენტების მხარდაჭერა საპარალამენტო უმრავლესობას არ ექნება. ოპოზიცია ეკლესიის საერო ხელსიფუფლებაში ჩარევის რისკებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ თემის გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად სცადა.

დღეს პატრიარქთან პრეზიდენტი იმყოფებოდა, თუმცა განიხილეს თუ არა ეს საკითხი გიორგი მარგველაშვილმა და ილია მეორემ უცნობი დარჩა.

პატრიარქისთვის შეწყალების უფლების შესაძლო გადაცემას მწვავე რეაქცია სამოქალაქო სექტორში მოჰყვა. დღეს კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქციაც იყო დაგეგმილი, თუმცა კონტრაქციის დაანონსების შემდეგ შეკრება გადაიდო. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса