ხმაურიანი განხილვა პარლამენტში - 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არ შეიცვლება
2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არ შეიცვლება და არ გადაიხედება ის პროექტები, რომელიც მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტშია გაწერილი-ასეთია პარლამენტში კიდევ ერთი ხმაურიანი განხილვის შედეგები.
თამაზ მეჭიაური არ ეთანხმება უმცირესობის მოთხოვნას, 2016 წლის ბიუჯეტში პენსიის 50 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით.
ნაციონალური მოძრაობა კი ამტკიცებს, რომ სახელწიფო უწყებებში პრემიებისა და დანამატების შემცირების ხარჯზე, პენსიის ამ რაოდენობით ზრდა შესაძლებელია.
ოპოზიციის გათვლებით, 700 ათასამდე პენსიონერისთვის მთავრობას პენსიის 50 ლარიანი მატება 420 მილიონი ლარი დაუჯდება. უმცირესობა პენსიის ზრდას წლის დასაწყისში, იანვრიდან ითხოვს.
2016 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილიც.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი პრიორიტეტებს არ შეიცვლის და მასში ძირითადი სოციალური პროექტები არ გადაიხედება.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, მარიამ შანშიაშვილი.