"ვხედავთ ტყვიებს და ავტომატებს", - ნუგზარ წიკლაური
![](http://rustavi2.com/news_photos/33891_cover_b.jpg)
დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაცხრილვის ფაქტზე პარლამენტში განცხადებები გაკეთდა.
„ხელკეტებს, დასისხლიანებულ ადამიანებს ვხედავდით, ახლა ვხედავთ ტყვიებს და ავტომატებს,“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
მმართველ გუნდს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმაც მიმართა.
„მოკითხეთ ეს ყველაფერი იმ ადამიანს, რომელმაც რუსეთში 90-იანებში, როდესაც სისხლისღვრა ხდებოდა ქუჩებში, იშოვა ფული, ბორისს მოკითხეთ,“- განაცხადა სერგო რატიანმა.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ნუკრი ქანთარია, მიიჩნევს, რომ ეს არის ქართული ოცნების მტრების გაკეთებული.
იგივე პოზიციას იზიარებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკიც.
"ვისაც არ უნდა გაეკეთებინა, ჩვენ და ჩვენს ინტერესებს ესროლა. ხვალ და ზეგ იქნება განცხადებები, ტყუილები, თავზე ლაფის დასხმა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი: ნატა მახვილაძე