Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

"ალეკო ელისაშვილი ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს, ან ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფაქტები", - ეკა ბესელია

0

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

როგორც ცნობილია, პატიმართა გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გუშინ პროკურატურაში დაკითხეს.

ეკა ბესელიას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება. უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ელისაშვილის განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს.

"მას აკისრია ვალდებულება, რომ გარდა ამ განცხადებებისა, რაც ურთიერთსაწინააღმდეგოა, წარადგინოს კონკრეტული ფაქტები და წინადადებები პროკურატურასთან. აქ ბევრი კითხვა ჩნდება. გარდა იმისა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუშინვე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მან მაშინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს წელიწადნახევრის წინ მიაწოდა. თუმცა, მისივე მტკიცებით, ამ საქმეს მათი მხრიდან დაინტერესება არ მოყოლია.

„რადგან ჩვენება მიცემული აქვს, ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები წარადგინოს. დაასახელოს ერთი ადამიანის გვარი მანიც, რომელიც ანგარების მოტივით მოხვდა იმ სიაში,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

ამავე თემაზე გუშინ პროკურატურაში ჩვენება მისცა შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

«Турнир Большого шлема покорится Андреевой и Шнайдер» — Вихлянцева






«Путешествие в Рождество»: мир Щелкунчика в Петровском путевом дворце

Ефимов: в ЮАО девелоперы построили 4 объекта социнфраструктуры в 2024 году

Гулявшего по Москве и матерившегося британца арестовали на пять суток

Дорогами святителя Тихона. Митрополит Матфей — о паломниках и паломничестве