76 ხმით პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო
თავისუფალი დემოკრატების მიერ მომზადებული მიმართვა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭრას ეხება პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
კენჭისყრის შედეგები ასეთია, 76 მომხრე არცერთი წინააღმდეგი.
თავისუფალი დემოკრატების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ცვლილებები მმართველმა გუნდმა შეიტანა. ქართული ოცნების მიერ ჩამატებული ციტატის შინაარსი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართ არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერას გულისხმობს.
დოკუმენტის კენჭისყრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ვერსია არ გაითვალისწინა და ტესტში არ დააფიქსირა კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების მოთხოვნა, თუმცა უმცირესობა რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს უკვე შემდგომ სხდომაზე წარადგენს.