„ბიუჯეტი უნდა იყოს ისეთი, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს,“ - თამარ ცინცაბაძე
2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი დღეს საკრებულოში შედის. საკრებულოს ოპოზიციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
„ბიუჯეტი უნდა იყოს ისეთი, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა, თამარ ცინცაბაძემ.
საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია, რომ მერიამ შენიშვნები გაითვალისწინოს, რათა მომავალ წელს კონკრეტული პროექტები განხორციელდეს და როგორც ირაკლი აბესაძეზე აცხადებს, „თბილისის მერია 2015 წლის მსგავსად კორუფციაში არ იყოს ჩაფლული და ამ ქალაქში მხოლოდ ჩინოვნიკები არ იყვნენ ბედნიერები“.
უმრავლესობა კი აცხადებს, რომ შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია, დარჩენილ პუნქტებზე კი დეტალურ განხილვებს გეგმავს.
ავტორი: ეკო მაღრაძე