Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

„ალბათ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოიდგენდით 4 წლის წინ, რომ თქვენ დაგჭირდებოდათ თქვენ თავზე საარჩევნო სისტემის მორგება," - მიხეილ მაჭავარიანი

0

უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპონენტებმა ხელისუფლებას შეახსენეს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი და იმ დროს გაცემული დაპირებები.

„ალბათ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოიდგენით 4 წლის წინ, რომ თქვენ დაგჭირდებოდათ თქვენ თავზე საარჩევნო სისტემის მორგება, მაგრამ ესეც არ უშველის,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებას აღნიშნული ცვლილებები ერთჯერადად სჭირდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ზვიად ძიძიგურს მიმართა და განაცხადა, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სწორედ ამ საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე იყო.

„ის შიმშილობდა იმის მოთხოვნით, რომ ეს სისტემა შეცვლილიყო. ასე რომ უბრალოდ, მე მიკვირს ბატონო ზვიად, რომ დღეს თქვენ მოგიწიათ იყოთ ამ მდოგმარეობაში, რათა დაიცვათ ის სისტემა, რომელსაც ასე გულანთებული ეწინააღმდეგებოდით,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კოლეგის ამ განცხადებას უპასუხა.

„დიახ, მაშინ საპროტესტო აქციაში ვმონაწილეობდი, იმიტომ რომ თქვენმა ლიდერმა 150-ს პლიუს 50 სისტემა შეგვიცვალა არჩევნებამდე 2 თვით ადრე და 75-ს პლიუს 75 ჩაგვიწერა. ქალბატონმა თინათინმა ბრძანა, რომ ზვიად ძიძიგურმა აღიარა, რომ ერთჯერადად უნდათ ამ საქმის გაკეთებაო. რა ვაღიარე შვილო?“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Депутат Журова объяснила политикой разницу дел Синнера и Валиевой






Google заявит о "победе"? Пусть и в "сражении". В Арбитражном суде пошли навстречу корпорации

Финал проекта «Народный Ледниковый» пройдет в саду «Эрмитаж» в Москве

Кинотеатр Ереван, 1978 год, Москва

Петросян: думаю о международных стартах, посмотрим, что решит судьба